swiss_central_bank-cr-316x210

Euronews -ევროპის ცენტრალური ბანკის მსგავსად, შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა, უარყოფითი განაკვეთი შემოიღო დეპოზიტებზე (-0,25%) იმ ბანკებისთვის, რომლებიც მარეგულირებლის ანგარიშზე 10 მლნ შვეიცარიულ ფრანკზე მეტ თანხას განათავსებენ.

ამ ნაბიჯით, შვეიცარიის ცენტრალური ბანკი ცდილობს აიძულოს კომერციულ ბანკებს აკრედიტონ ეკონომიკა, რომელიც ევროპის სტაგნაციის და რუსეთის კრიზისის განვითარების ზემოქმედებას განიცდის.

ახალი განაკვეთი მომავალი წლის 22 იანვრიდან შევა ძალაში, ანუ იმ დღეს, როცა ევროპის ცენტრალური ბანკის სხდომაა დაგეგმილი. ამ სხდომიდან ბაზარი ელოდება, რომ მარეგულირებელი აქტივების შესყიდვის პროგრამას დაიწყებს. ამან შეიძლება იმოქმედოს ევროს კურსზე და ზეწოლა მოახდინოს შვეიცარიის ეროვნულ ვალუტაზე, ფრანკზე.

P.S  შეგახსენებთ, რომ კომპანია ფინკრედიტი აგრძელებს სესხების მიღებას რეზიდენტი და არარეზიდენტი, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან და გთავაზობთ წლიურ 15% -იან სარგებელს.