შპს მისო ფინკრედიტი ჩამოყალიბდა შპს მისო თბილმიკროკრედიტის რეორგანიზაციის საფუძველზე და მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა და მისო ფინკრედიტის სახელით 2014 წლის ივნისში დარეგისტრირდა, კომპანიას აქვს ოპერირების ექვსწლიანი წარმატებული გამოცდილება. ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ ღირსეულად გაუძლო ბაზრის გამოწვევებს, მათ შორის 2008 წლის ცნობილი მოვლენებით გამოწვეულ ფინანსურ რყევებს და მთელი ამ პერიოდის მანძილზე პირნათლად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს როგორც მომხმარებლების, ასევე სახელმწიფოს წინაშე.
კომპანიის კვალიფიციური და მოტივირებული გუნდი ქმნის მყარ საფუძველს კომპანიის განუხრელი განვითარებისათვის. სანდოობა და მომხმარებლის მოთხოვნილებზე ოპერატიული რეაგირება ჩვენი უპირატესობაა. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას და მომხმარებლის ნდობას.
კომპანიის მენეჯმენტი აქტიურად არის ჩართული კომპანიის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში და მისი ძირითადი ამოცანა არა მარტო ბიზნესის მოცულობისა და ბაზრის წილის ზრდაა, არამედ ასევე პრიორიტეტულია ეფექტიანობის ამაღლება, საკრედიტო პორტფელის ხარისხის განუხრელი დაცვა და მომსახურების სტანდარტის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა.