არის თუ არა პირგასამტეხლო სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში

პირგასამტეხლო სესხის წინსწრებით დაფარვაზე გადაიხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის დაფარვა ხდება სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან გადაფარვის გზით და ამ შემთხვევაში შეადგენს 2%-ს, სხვა შემთხვევაში პირგასამტეხლო არ გადაიხდება

ვის შეუძლია სესხის მიღება

სესხის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს,რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.

რა ვადაში ხდება სესხის გაცემა

სესხი შეიძლება გაიცეს განაცხადის გაკეთების დღესვე. მნიშვნელოვანწილად ეს დამოკიდებულია თავად მსესხებლის მიერ სესხის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის ოპერატიულად წარმოდგენაზე.

სად შეიძლება სესხის გადახდა

სესხის გადახდა შესაძლებელია როგორც მისო ფინკრედიტის ფილიალებში, ასევე პროკრედიტ ბანკის ნებისმიერ ფილიალში, ანგარიშზე: GE55PC0113600100030600